საწარმოო პრაქტიკა
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება სწავლების მთლიანი პროცესის განუყოფელი ნაწილია. პრაქტიკის ძირითადი დანიშნულებაა პროფესიული ჩვევების გამომუშავებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით წარმოების პირობებში სწავლების გაგრძელება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი პროფესიულ სტუდენტს თეორიული კურსი წარმატებით გავლილის შემდეგ უშვებს პრაქტიკზაე, პრაქტიკის ხანგრძლივობა არის 60 აკადემიური საათი. პრაქტიკის მსვლელობის დროს სტუდენტი პრაქტიკულად ახორცილებს თავის თეორიულ ცოდნას, ასევე მას უმუშავდება პროფესიული უნარ-ჩვევები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი თანამშრომლობს პრაქტიკის განსახორციელებლად სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებთანაც დადებული არის ხელშეკულებები, რომლის თანახმად სტუდენტები გადიან პრაქტიკას. ეს ორგანიზაციებია: UGT, Prime Systems, UNIT, გამომცემლობა ”ბაკურ სულაკაური”, გლობუსი (სტამბა), 5 Lines Group, ა.შ..
საწარმოო პრაქტიკის გასავლელად სტუდენტი იგზავნება კერძო სტრუქტურებში, სახელმწიფო ორგანიზაციებში და ა.შ. საწარმოო პრაქტიკაზე შეიძლება გაგზავნილ იქნას სტუდენტთა ჯგუფი ან ცალკეული სტუდენტი.
საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელებად ინიშნება გამოცდილი სპეციალისტი პრაქტიკის ობიექტიდან.
პრაქტიკის მსვლოლობის დროს პრაქტიკანტი აწარმოებს პრაქტიკის ანგარიშს, სადაც პრაქტიკის ხელმძღვანელი დეტალურად ასახავს პრაქტიკანტის პროფესიული უნარ–ჩვევებს, პასუხისმგებლობას დავალებული სამუშაოების მიმართ, სამუშაო დროის გამოყენებას (განაწილებას), სამუშაოების შესრულების სისწრაფეს, კოლექტიური მუშაობისა და ინიციატივის გამოვლენის უნარს და ა.შ., ყოველივე ამის გათვალისწინებით პრაქტიკის ხელმძღვანელისგან პრაქტიკანტი ღებულობს შეფასებას (ჩათვლა/არ ჩათვლა), რის შემდეგაც სტუდენტს აქვს უფლება გამოცხადდეს საკავლიფიკაციო გამოცდაზე.
პრაქტიკის გავლის შემდეგ სტუდენტებს აქვთ დასაქმების დიდი შანსი, რადგან მას აქვს უკვე განმტკიცებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ჩვენს შემთხვევაში არის ორგანიზაციები რომლებმაც დაიტოვეს სამუშაოდ ჩვენი პრაქტიკანტები. ეს ორგანიზაციებია: ალტა, UGT, 5 Line Group, UNIT, ორიგანალი, CompServis და ა.შ..
|