ლოგო
site map
ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი


დაწვრილებით
 
დაწვრილებით

profit_site_header
profit_site_header profit_site_header
profit_site_header
profit_site_header profit_site_header
profit_site_header
profit_site_header profit_site_header






Distance Leaming
გთავაზობთ საოფისე პროგრამების შესწავლასა და სერთიფიცირებას.


Distance Leaming



2010-02-15    
      ს.ს.ი.პ ინფორმაციული ტექნლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი აცხადებს კომერციულ კონკურსს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესაბამისად

1. ს.ს.ი.პ "ინფორმაციული ტექნლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრზე" უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემული ვაკე-საბურთალოს რაიონში, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ.N1-ში მდებარე N1 შენობის სარდაფ სართულზე არსებული 465,85 კვ.მ ფართი გაიცემა იჯარის უფლებით, საწყისი საიჯარო ქირის წლიური ოდენობა შეადგენს 19566 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში. იჯარის ვადა 5 წელი.
"ბე"-ს სიდიდე განისაზღვრება მინიმუმ 1630 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, რომელიც ჩაითვლება ობიექტის იჯარის ვადის ბოლო წლის ბოლო გადასახადში.
 საკონკურსო პირობებად განისაზღვროს:
  • - იჯარის უფლებით გასაცემ ფართზე კვების ობიექტის მოწყობა;
  • - იჯარის უფლებით გასაცემ ობიექტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • - ინფორმაციის წარმოდგენა `მეიჯარესთან" ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;
მოიჯარე ვალდებულია: ა) დაიცვას სანიტარული და ხარძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები;
ბ) საქმიანობის განხორციელების დროს ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს მიმდინარეობას;
გ) არ გამოიწვიოს დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაური.
შენიშვნა: დამატებითი პირობები განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით. დაინტერესებულ პირს შეუძლია ხელშეკრულებას გაეცნოს წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო კომისიას წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
  • ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე და კონკრეტული თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოცხადებულ საწყის წლიურ თანხაზე ნაკლები (კონვერტს ლუქავს განმცხადებელი);
  • ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლით);
  • გ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
  • დ) კერძო სამართლის იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს და წესდების ასლს.

საჯარო რეესრტში რეგისტრაციისა და აუცილებელი საბუთების წარმოდგენის ხარჯებს იხდის გამარჯვებული.
კონკურსში გამარჯვებული წლიურ საიჯარო ქირას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად (თანაბარწილად).
საჯარიმო სანქციები: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
  • ა) საიჯარო ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
  • ბ) სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის - კონკურსის შედეგებით დადგენილი წლიური საიჯარო ქირის ოდენობით.
"ბე"-ს გადახდა ხდება: "სახალხო ბანკი", სკ 211334322, ა/ანგარიში N34086217176, ბანკის კოდი 2201010480. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 17 მარტს 15 საათზე.
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2010 წლის 15 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით 10 საათიდან 14:30 საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მთავარ კრიტერიუმად განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული მაქსიმალური საიჯარო ქირა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ.თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ.N1, ს.ს.ი.პ "ინფორმაციული ტექნლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის" შენობა, პირველი სართული, ოთახი N101 (ტელ: 37 72 40), ელექტრონული ფოსტა: N_xoluashvili@yahoo.com

     







ელექტრონული ჟურნალი


Networking Academy