|
|

Cisco CCNA Exploration 4.0 სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს ქსელების დაწვრილებით მიმოხილვას ძირითადი საფუძვლებიდან მაღალი დონის სერვისებამდე. ის დაფუძნებულია ქსელების შესწავლის ისეთ მეთოდებზე რომლებიც საკმაოდ პოპულარულია უმეტეს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. კურსში მნიშვნელოვნად არის ყურადღება გამახვილებული თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და აპლიკაციებზე, რის ხარჯზეც სტუდენტი იძენს ცოდნას და გამოცდილებას, რაც ეხმარება მას ააგოს, გამართოს და ადმინისტრირება გაუწიოს ქსელს მცირე და საშუალო ბიზნესის პირობებში, ასევე საწარმოებსა და სერვის-პროვაიდერებში.
Exploration მოიცავს სიღრმისეულ თეორიას, ლაბორატორიულ სამუშაოებს და პროტოკოლების ფუნქციონირების დეტალურ განხილვებს. მასალა შექმნილია სტუდენტისათვის იმ პრინციპით, რომ შემდგომში მან შეძლოს მაღალი დონის პრობლემების გადაჭრა და მიიღოს ანალიტიკური გამოცდილება, რათა გააგრძელოს მისი კარიერა ამ სფეროში.
Cisco CCNA Discovey კურსი უზრუნველყოფს ქსელების საფუძვლიან შესწავლასა და პრაქტიკულ გამოცდილებას IT კარიერაში საწყისი ნაბიჯებისათვის. სასწავლო გეგმა მოიცავს ინტერაქტიულ საშუალებებსა და შედარებით ადვილ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რათა სტუდენტმა შეძლონ ზოგადი თოერიის შესწავლა ქსელების ასაგებად.
CCNA Discovery კურსი გამიზნულია დამოუკიდებელი შემსწავლელისათვისაც, რადგანაც მის შესასწავლად სტუდენტს არ ესაჭიროვება რაიმე ტექნიკური განათლება ან გამოცდილება.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ 70%-იანი ვაუჩერი CISCO CCNA-ს ინდუსტრიალურ გამოცდაზე გასასვლელად.
| |
|