ჩვენ შესახებ

სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ფუნქციონირებს 2007 წლიდან. სწავლება ხორციელდება სამი მიმართულებით: ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული (მოდულური) პროგრამები, მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები და ზრდასრულთა პროფესიული მომზადების პროგრამები. კოლეჯის დაარსებიდან 2021 წლამდე აღნიშნული პროგრამები და კურსები გაიარა ათასობით სპეციალისტმა. ბიზნეს სექტორთან მჭიდრო პარტნიორობამ სტუდენტებს საშუალება მისცა გაიარონ სრულყოფილი საწარმოო პრაქტიკა, სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად. 2020 წლის დასაქმების მაჩვენებელი 96%-ია.

“CISCO”-ს რეგიონული აკადემია

2007 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს “CISCO”-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს.

ელექტრონული და დისტანციური სწავლების სისტემა Moodle - საქართველოს განათლების სისტემაში პირველად  IT აკადემიაში განხორციელდა,  აბიტურიენტების მიღება რეალური დროის (online) რეჟიმში ელექტრონული ტესტირების საშუალებით. www.moodle.emis.ge სერვერზე თავმოყრილი სასწავლო და სატესტო მასალები ხელმისაწვდომია არამარტო ჩვენი კოლეჯის სტუდენტებისათვის.

„UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრი

სსიპ კოლეჯი  “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ რეგისტრირებულია „UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში.

აღიარებული სასწავლებელი

სსიპ კოლეჯი  “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ საქართველოს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ დაჯილდოვდა, როგორც გამარჯვებული ნომინაციაში – “IT განათლების საუკეთესო მიმწოდებელი”.

ნოვატორი სასწავლებელი

შეიქმნა პროფესიული განათლების დაინტერესებულ მხარეთა ერთიანი ვებ. პორტალი www.vet.ge და ცალკეული აკადემიების ვებ გვერდები, აგრეთვე, ელექტრონული ჟურნალი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ავტომატიზებული სისტემების შექმნასა და დანერგვაზე.

ბიზნეს სექტორთან მჭიდრო პარტნიორობა

აკადემიას დამყარებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, შპს „ახალი ქსელები“, სს "სილქნეტი" და სხვა მრავალი. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ სრულყოფილი სასწავლო–საწარმოო პრაქტიკა და ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.

სოციალური პასუხისმგებლობა

აკადემიის ტრენერების ხელმძღვანელობით პერიოდულად უტარდებათ ტრეინინგები სხვა პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში და მიეწოდებათ შესაბამისი სასწავლო მეთოდოლოგიური მასალები.