მისია და ხედვა

მისია:

ჩვენი მისიაა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებით/გადამზადებით ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენების ხელშეწყობა.

ღირებულებები:

კოლეჯი მისიის შესრულებისას ეყრდნობა შემდეგ ღირებულებებს: მაღალი პროფესიონალიზმი და უწყვეტი პროფესიული განვითარება; აკადემიური და პიროვნული განვითარების თავისუფლება; თანამშრომლობა და გუნდურობა; განათლების ინკლუზიურობა; გამჭვირვალობა და სამართლიანობა.

ხედვა

2030 წლისთვის კოლეჯი წამყვანი დაწესებულებაა IT განათლების მიმწოდებელთა შორის, საჯარო და კერძო სექტორის დამსაქმებლებისთვის.