ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან"
1 სექტემბერს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორმა მამუკა ჯანჯალიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის სერვისების მიწოდების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება.
კოლეჯის მიერ განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო/პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამებზე პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის სტაჟირების/დასაქმების ორგანიზების მიზნით მხარეების თანამშრომლობა.
პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნი სრეალურ სამუშაო გარემოში რეალიზაციის ხელშეწყობა.
მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით სხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც აუცილებელი იქნება ზემოხსენებული მიზნების მიღწევისთვის, მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.