2023 წლის ინტეგრირებული ჯგუფების გამოსაშვები ღონისძიება

         2023 წლის 10 ივლისს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი  ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა  გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

   „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას“ წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც  მიიღეს სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი და პროფესიის დაუფლებასთან ერთად უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

  გამართულ ღონისძიებაზე ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა.

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს დიპლომები პირადად გადასცა.