პროექტები

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA-G) პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ 

 აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA-G) პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (INDUSTRY-LED SKILLS AND WORKFORCE DEVELOPMENT PROJECT) მცირე საგრანტო პროგრამაში – „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება“ (STRENGTHENING TVET PROVIDER PRACTICE GRANTS) და გრანტი მოიპოვა წარდგენილი პროექტით – “არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვა“. პროექტის მიზანია შესაძლებლობების გაძლიერება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დანერგვის პროცესში – არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურების განხორცილების მეთოდოლოგიის სწავლება-გავრცელება და დანერგვის მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში.

INNOVE

2007 წლიდან აკადემია ქართულ – ესტონური პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს  ფონდ INNOVE  და ტალინის პოლიტექნიკურ აკადემიასთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ტალინის აკადემიაში ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების დარგობრივი სტაჟირების პროგრამა, ხოლო ტალინის აკადემიის ტრენერები ატარებენ დარგობრივ მასტერკლასებს როგორც პროფესიულ სტუდენტთათვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის.

(EFQM) ხარისხის მართვის განვითარების მოდელი

აკადემიის ხელმძღვანელობა ნერგავს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ხარისხის მართვის განვითარების მოდელს (the EFQM Excellence Model), რომლის მიხედვითაც სსიპ  კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ადმინისტრაცია ახორციელებს სამ სხვადასხვა სახის პროექტს. აღნიშნული მოდელის ეფექტური ამოქმედება უზრუნველყოფს განვითარებაზე მიმართული ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას. სამომავლოდ აკადემია უზრუნველყოფს სტანდარტის მიხედვით მართვის პრაქტიკის განმტკიცებას.

კომპანია „JumpStart GEORGIA“-მ განახორციელა პროექტი „GOGO Code“ სსიპ  კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ პარტნიორობით

 ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულებს შორის იყო „JumpStart GEORGIA“ პროექტით „GOGO Code“, რომლის პარტნიორს წარმოადგენდა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია. პროექტის მიზანი იყო ტექნოლოგიებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა, პროგრამირების როგორც „მამაკაცების პროფესიის“ სტერეოტიპის დამსხვრევა და თინეიჯერი გოგონების ჩართულობის წახალისება STEM-ში, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფორიენტაცია ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით.



2021 წელს ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ" Mashav-ის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,სამეწარმეო პოტენციალის და განათლების გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში" 


პროექტი მიზნად ისახავდა, სამეწარმეო უნარების დანერგვასა და გაუმჯობესებას - IT მიმართულებით მიღებული ცოდნის საშუალებით. რის საფუძველზეც პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდის წევრებს ჩაუტარდათ ერთთვიანი ტრენინგი სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების მიმართულებით. 



“საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული განათლებისა და სწავლების სისტემის მოდერნიზაცია” პროექტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „სამეწარმეო და ციფრულ კომპეტენციებში“.