ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 36 საათი

ტრენინგკურსის მიზანი:

ტრენინგკურსი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ თანამედროვე პროექტის მართვის  ზოგადი პრინციპები, დაეუფლონ იდეის პროექტის ფორმით ჩამოყალიბებასა და პროექტის მართვის მეთოდიკას. ასევე ტრენინგკურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან პროექტის წერის ტექნოლოგიას და სტანდარტებს. ტრენინგკურსი მოიცავს პრეზენტაციებს, სავარჯიშოებს, ასევე პროექტის წერის და მართვის სიმულაციას. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ღებულობენ მონაწილეობას პროექტების შექმნაში.


ტრენინგკურსის შედეგი:

მსმენელები ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ საშუალო და მსხვილ კომპანიებში მართონ  და წერონ პროექტები, როგორც მზა შაბლონების (templates) საშუალებით ასევე (Project Management – PM)-ით, გააკეთონ პროცესების ანალიზი, დაგეგმონ ახალი ამოცანები, განსაზღვრონ შედეგები.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი.  ტრენინგკურსი ორიენტირებულია პირებზე, რომლებსაც სურთ დაწერონ სხვადასხვა სახის პროექტები.

მსმენელის სერტიფიცირება:

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.