ტრენინგკურსის ღირებულება: 1500 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 273 საათი

ტრენინგკურსი შედგება სამი სემესტრისგან:

I სემესტრი - 81 აკადემიური საათი;

II სემესტრი - 96 აკადემიური საათი;

III სემესტრი - 96 აკადემიური საათი;

ტრენინგკურსის მიზანი:

CISCO CCNAv7 კურსი უზრუნველყოფს ინტერნეტის, სხვა მცირე ზომის ქსელების და უკაბელო ლოკალური ქსელის (WLAN) არქიტექტურის, სტრუქტურის, ფუნქციების, კომპონენტების და უსაფრთხოების კონცეფციების დაწვრილებით მიმოხილვას. კურსი ასევე მოიცავს დიდი და კომპლექსური ქსელების, ფართო დაფარვის ქსელის (WAN) ტექნოლოგიების, ქსელში ვირტუალიზაციის და ავტომატიზაციის აღწერას. შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მსმენელს ეხმარება ააგოს, გამართოს და ადმინისტრირება გაუწიოს ქსელს მცირე და საშუალო ბიზნესის პირობებში, ასევე საწარმოებსა და სერვის-პროვაიდერებში.

CISCO CCNAv7 მოიცავს თეორიულ კურსს, ლაბორატორიულ სამუშაოებს და პროტოკოლების ფუნქციონირების დეტალურ განხილვებს. მასალა მსმენელისთვის შექმნილია  იმ პრინციპით, რომ ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელმა შეძლოს მაღალი დონის პრობლემების გადაჭრა და მიიღოს ანალიტიკური გამოცდილება, რათა გააგრძელოს მისი კარიერა ამ სფეროში.

ტრენინგკურსის შედეგი

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • განმარტოს როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა ქსელში OSI და TCP/IP მოდელების მიხედვით;
  • განმარტოს როგორ ხდება სანდო და ხელმისაწვდომი ქსელის აგება დინამიური დამისამართებისა და FHRP პროტოკოლების საშუალებით;
  • განმარტოს როგორ ხდება ქსელური შეტევების თავიდან არიდება და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წვდომის კონტროლის სიების (ACLs) და უსაფრთხოების  საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • განმარტოს რა საჭირო ტექნიკები არსებობს ფართო დაფარვის ქსელებში (WANs) უსაფრთხო დისტანციური წვდომისთვის;
  • განმარტოს როგორ ხდება ოპტიმიზაცია, მონიტორინგი, პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა მაშტაბური ქსელური არქიტექტურისთვის;
  • განმარტოს როგორ ხდება QOS-ის დანერგვა ქსელურ მოწყობილობებზე და როგორ გავლენას ახდენს ქსელის განვითარებაზე ვირტუალიზაცია, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ქსელი და ავტომატიზაცია;
  • IPv4 და IPv6 მისამართების განაწილებას, შესაბამისი სქემის შექმნას და კავშირის შემოწმებას მოწყობილობებს შორის;
  • კომუტატორის, მარშუტიზატორის და საბოლოო მოწყობილობების საბაზისო პარამეტრების კონფიგურაციას;
  • მცირე ქსელის აგებას უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • მცირე ქსელში კავშირის პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას;
  • VLAN-ების კონფიგურაციას და Vlan-ებს შორის მარშუტიზებას საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • STP და EtherChannel-ის კონფიგურაციას;
  • უკაბელო ლოკალური ქსელების (WLAN) ქსელების კონფიგურაციას WLC-ს საშუალებით და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • კომუტატორის უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაციას შეტევებისგან თავის ასარიდებლად;
  • როუტერზე IPv4 და IPv6 სტატიკური მარშუტების კონფიგურაციას;
  • OSPFv2-ის კონფიგურაციას multicaccess და point-to-point ქსელებისთვის;
  • IPv4 წვდომის კონტროლის სიების (ACLs) და NAT-ის კონფიგურაციას;
  • ქსელის მართვისთვის საჭირო პროტოკოლების დანერგვას.

დასაქმების სფერო

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორად და ინფოსაკომუნიკაციო პროფილის კომპანიებში ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი და შეუძლია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა და გააზრება.