ტრენინგკურსის ღირებულება: 600 ₾
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 110 საათი
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს:
- 3D პროგრამის მუშაობის ძირითადი პრინციპები: სცენური და არქიტექტურული ობიექტების შექმნა და მოდელირება;
- ორგანზომილებიანი (dwg) ფაილების შემოტანა სამგანზომილებიან რედაქტორში და მათი შემდგომი რედაქტირება;
- ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირება და ვიზუალიზაცია;
- ანიმაციური მეთოდები და მათი გამოყენების პრინციპები;
- 3D ეფექტების გამოყენება;
- მარტივი ანიმაციური ელემენტებით დინამიური გრაფიკის შექმნა;
- გადაცემების ქუდებისათვის და სარეკლამო რგოლებისათვის მოძრავი გრაფიკული ანიმაციების შექმნა;
- მოდელების შექმნა და მომზადება სამგანზომილებიანი ბეჭდვისთვის.
ტრენინგკურსის შედეგი:
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- პროგრამა ArchiCad -საფუძვლები;
- სხვადასხვა გაფართოების ფაილების შეტანა 3D პროგრამაში და მათი შემდგომი რედაქტირება;
- საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნა;
- სამგანზომილებიანი არქიტექტურული ობიექტების მოდელირება, ტექსტურირება, ანიმირება და ვიზუალიზაცია 3D პროგრამის გამოყენებით;
- მულტფილმისა და თამაშის პერსონაჟის შექმნა და ანიმაციური მოდელირება;
- ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა და ვიზუალიზაცია;
- სამონტაჟო პროგრამა AfterEffects-ის საფუძვლები;
- სამგანზომილებიანი ბეჭდვის აპარატებთან Makerbot Replicator Z-18 თან მუშაობის სპეციფიკა.
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი და აქვს პერსონალურ კომპიუტერთან და რასტრულ რედაქტორში Adobe Photoshop მუშაობის საბაზო უნარ-ჩვევები, ასევე სასურველია ინგლისური ენის საბაზო ცოდნა.
მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერტიფიცირება:
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.