ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ₾
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 100 საათი
ტრენინგკურსი შედგება 3 მოდულისგან:
მოდული 1: 2D რასტრული გრაფიკული რედაქტორი Adobe Photoshop CC – 40 საათი
მოდული 2: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი Adobe Illustrator CC - 30 საათი
მოდული 3: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი CorelDraw X8 – 30 საათი
ტრენინგკურსის მიზანია:
მისცეს მსმენელებს ცოდნა და უნარები რათა დაეუფლონ 2D რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ რედაქტორებს (Adobe Photoshop CC, Adobe Illustrator CC, CorelDraw X8), გამოუმუშაოს მსმენელებს უნარი დამოუკიდებლად ან/და ჯგუფში მუშაობისას, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშაონ დახვეწილი, კრეატიული სარეკლამო და სხვა ბეჭდური დიზაინი.
ტრენინგკურსის შედეგი:
მსმენელები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ სარეკლამო ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, ბანერების, სავიზიტო ბარათებისა და სხვა ბეჭდური მასალების შექმნას რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორის საშუალებით.
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი და აქვს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მსმენელის სერტიფიცირება:
სამივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.