პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები

2022 წლის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2022 წლის 6 სექტემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით ინფორმაციას პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების (sms-ებს) სახით. ამასთან, აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში – ვებგვერდზე vet.emis.ge – გაიარეს შესაძლებლობა ექნებათ, ბარათი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდონ.

ბარათის მისაღებად აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და კალამი.

ასევე, გაცნობებთ, რომ 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.