2022 წლის მიღებისათვის დოკუმენტაციის წარდგენის ვადები და ნუსხა

2022 წლის მიღებისათვის დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

სსიპ –კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები:

Ø  აპლიკანტის/მშობლის/კანონიერიწარმომადგენელის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

Ø  იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს მშობელი/კანონიერიწარმომადგენელი, აპლიკანტის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

Ø  აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი (თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადებას წერს მისი მშობელი);

Ø  მინდობილობა კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (თუ განცხადებას წერს კანონიერი წარმომადგენელი).

Ø  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის 1 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

Ø  აპლიკანტის განათლების დამადასტურებელი ატესტატის/დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან ცნობა საბაზო, საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დასრულების შესახებ (აპლიკანტი არა რის ვალდებული წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ);

Ø  აპლიკანტს, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, კოლეჯს უნდა წარუდგინოს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - განათლების აღიარების დოკუმენტი;

Ø  მითითებული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია განცხადების წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბაზო/საშუალო/პროფესიული/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს შეუწყდება სტატუსი.