არა - ქალთა მიმართ ძალადობას!


გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დღე 1991 წლიდან გაეროს ინიციატივით აღინიშნება. 25 ნოემბრიდან იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც სრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში, 9 დეკემერს, კოლეჯში ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ კომუნიკაცია ქართულ ენაზე მასწავლებელი ხათუნა მაჭავარიანი. თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა დაგმეს ყველანაირი ძალადობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.

#არაძალადობას

#ნუმოკლავქალს