შეხვედრა კომპანიასთან - „Sweeft • a Making Science company“

,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და კომპანია „Sweeft • a Making Science company“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა. კომპანიის წარმომადგენელმა ნათია გაფრინდაშვილმა ვებტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისათვის წარადგინა პრეზენტაცია - სიახლეებით, რომელსაც „Sweeft • a Making Science company“ სთავაზობს დეველოპერებს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.