დოკუმენტების მიღების ვადები პროფესიული მომზადების პროგრამაზე

დოკუმენტების მიღების ვადები!

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - „საგამომცემლო საქმის დიზაინერი“ აპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადაა  -  2023 წლის 29 მარტიდან  2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.

აპლიკანტთა ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია:

  • განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  •  ჩარიცხვის უფლების მქონე პირის 1 (ერთი) ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  •  აპლიკანტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის/ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის ასლი, ან ცნობა, სრული ზოგადი განათლების/აქტიური სტუდენტის სტატუსის ან უმაღლესი განათლების დასრულების შესახებ);
  •  მინდობილობა კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (თუ განცხადებას წერს კანონიერი წარმომადგენელი);
  • ჩარიცხვის უფლების მქონე პირის (საქართველოს მოქალაქე) დაბადების მოწმობის ასლი (თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადებას წერს მისი მშობელი).