სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ და ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანია „S-Cad Group Georgia-მ“ ერთობლივად განახორციელეს მოკლევადიანი - AutoCAD-ის და ხაზვის ტრენინგკურსი.
კურსის მიზანი იყო ავტოკადის სპეციალისტების მომზადება და მათი დასაქმება კერძო კომპანიაში. კურსი გაგრძელდა ორთვენახევრის განმავლობაში, კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები. სულ გადამზადდა 12 ადამიანი, რომელთაგან 8 დასაქმდა კომპანია „S-Cad Group Georgia-ში“ მხაზველის პოზიციაზე.
სერტიფიკატების გადაცემას დაესწრნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორი - მამუკა ჯანჯალია და დირექტორის მოადგილე - თამარ შალვაშვილი და „S - Cad Group Georgia-ს“ დამფუძნებელი - მიხეილ ცინაძე და ტრენინგკურსის მასწავლებლები. „S - Cad Group Georgia-ს“ და „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ერთობლივი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ახალი ჯგუფისთვის ტრენინგკურსის დაწყება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. ტრენინგკურსს წარუძღვებიან კომპანია „S-Cad Group Georgia-დან მოწვეული გამოცდილი ინსტრუქტორები. კურსზე მიიღებიან სრულწლოვანი - 18 წლის ასაკიდან და ზევით მსურველები.