It academy - პროფესიული აკადემია, კოლეჯი

  • ჩვენ
    • ჩვენ შესახებ
    • მისია და ხედვა
    • ადმინისტრაცია
    • სტრუქტურა
    • მასწავლებლები
    • სამოქმედო გეგმა
    • სტრატეგიული გეგმა
    • პროექტები
    • ვაკანსია
  • სწავლება
    • პროგრამები
    • ტრენინგ - კურსები
    • აკადემიური კალენდარი
    • პროგრამების კატალოგი
    • ბიბლიოთეკა
    • პარტნიორები
    • კურსდამთავრებულები
  • სამართლებრივი აქტები
  • კონტაქტი

საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ'' უმასპინძლა „განათლების მეორე შესაძლებლობის“ სპეციალური სერვისის - „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ - ბენეფიციარებს

2018-04-16

2018 წლის 12 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ'' უმასპინძლა „განათლების მეორე შესაძლებლობის“ სპეციალური სერვისის - „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ - ბენეფიციარებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე, ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე დგებუაძე, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე“ - პროგრამის კოორდინატორი, მაია წულაძე, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის” დირექტორი, მამუკა ჯანჯალია და დირექტორის მოადგილეები, დავით გოგუაძე და თამარ შალვაშვილი. განხილულ იქნა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცხადებული რეგისტრაციის პროცედურა, პროფესიული განათლების მიღების მნიშვნელობა და თანამედროვე საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევები.   

სტუმრებისთვის პრეზენტაცია ჩაატარეს კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე სტუდენტმა, ნინო აბელაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროფესიულ განათლებასთან და კოლეჯში სწავლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა, ნინო ქიტიაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯში მიმდინარე საგანამანათლებლო პროგრამების და სტუდენტური აქტივობებისა და გამოწვევების შესახებ.

ვიზიტის ბოლოს კოლეჯის ფაბლაბში სტუმრები გაეცნენ 3 განზომილებიანი მოწყობილობის მუშაობას და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ.

 

კონტაქტი

თბილისი, ფანჯიკიძის 1ა .0160

032 2 200 220 (5055)

ელ.ფოსტა: info@itvet.ge

All Rights Reserved © itvet.ge 2016-2017

webhouseWeb House Studio