It academy - პროფესიული აკადემია, კოლეჯი

  • ჩვენ
    • ჩვენ შესახებ
    • მისია და ხედვა
    • ადმინისტრაცია
    • სამეთვალყურეო საბჭო
    • სტრუქტურა
    • მასწავლებლები
    • სამოქმედო გეგმა
    • სტრატეგიული გეგმა
    • პროექტები
    • ვაკანსია
  • სწავლება
    • პროგრამები
    • ტრენინგ - კურსები
    • პროგრამების კატალოგი
    • აკადემიური კალენდარი
    • ბიბლიოთეკა
    • პარტნიორები
    • კურსდამთავრებულები
  • სამართლებრივი აქტები
  • კონტაქტი

პროფესიული განათლების კვირეული

2020-12-04

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: GIZ, UNDP/ SDC, WB/GGF, ADB, ETF,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia).   

კვირეულის ფარგლებში, 7-10 დეკემბერს გაიმართება ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.  

ღონისძიების სრული დღის წესრიგი და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3myw25c 

ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე.

კონტაქტი

თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N3. 0160

032 2 200 220 (5055) 1

ელ.ფოსტა: info@itvet.ge

All Rights Reserved © itvet.ge 2016-2017

webhouseWeb House Studio