ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 120 საათი

ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს გააცნოს:

  • პერსონალური კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფის პრინციპები.
  • აპარატურული ნაწილის ტექნოლოგიური გაუმჯობესების თავისებურებები, მათი თავსებადობა და მახასიათებლები.
  •  კომპიუტერული ქსელების მუშაობის საბაზისო პრინციპები და ინფორმაციულ ტექნოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები.
  • პორტატული და მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები.
  •  ოპერაციული სისტემის გამართვისა და ადმინისტრირების საკითხები.

ტრენინგკურსის შედეგი:

1. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • კომპიუტერის კლასიფიკაცია. პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები.
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა.
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები.
  •  ოპერაციული სისტემების, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა. დრაივერების ინსტალაცია და განახლება.
  • მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავისებურებები, მობილური ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაცია და წარმოქმნილი გაუმართაობების აღმოფხვრა.
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები. ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა.
  • უსაფრთხოების საფუძვლები. ვირუსებისა და ქსელური შეტევების ტიპები.
  • წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები.
  • OSI და TCP/IP მონაცემთა მოდელები.
  • მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და კონფიგურაცია.

2. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • წარმოქმნილი  პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  • კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  • დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და  მათ აღმოფხვრას;
  • ქსელის ინსტალაციას და შემოწმებას. უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორის ინსტალაცია და კონფიგურაციას.
  • ქსელური პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას.
  • უსაფრთხოების საჭირო დონის დადგენას და წესების შემუშავებას.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი.

მსმენელის სერტიფიცირება:

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

CISCO-ს ქსელური აკადემიის ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში ინგლისურენოვან ტესტირის გავლის შემთხვევაში ასევე მიიღებს CISCO-ს ქსელური აკადემიის სერტიფიკატს.