ტრენინგკურსის ღირებულება: 600 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 110 საათი

ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს:

  • 3D პროგრამის მუშაობის ძირითადი პრინციპები: სცენური და არქიტექტურული ობიექტების შექმნა და მოდელირება;
  • ორგანზომილებიანი (dwg) ფაილების შემოტანა სამგანზომილებიან რედაქტორში და მათი შემდგომი რედაქტირება;
  • ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირება და ვიზუალიზაცია;
  • ანიმაციური მეთოდები და მათი გამოყენების პრინციპები;
  • 3D ეფექტების გამოყენება;
  • მარტივი ანიმაციური ელემენტებით დინამიური გრაფიკის შექმნა;
  • გადაცემების ქუდებისათვის და სარეკლამო რგოლებისათვის მოძრავი გრაფიკული ანიმაციების შექმნა;
  • მოდელების შექმნა და მომზადება სამგანზომილებიანი  ბეჭდვისთვის.

ტრენინგკურსის შედეგი:

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • პროგრამა ArchiCad -საფუძვლები;
  • სხვადასხვა გაფართოების ფაილების შეტანა 3D  პროგრამაში და მათი  შემდგომი რედაქტირება;
  • საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნა;
  • სამგანზომილებიანი არქიტექტურული ობიექტების მოდელირება, ტექსტურირება, ანიმირება და ვიზუალიზაცია 3D პროგრამის გამოყენებით;
  • მულტფილმისა და  თამაშის პერსონაჟის შექმნა და ანიმაციური მოდელირება;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა და ვიზუალიზაცია;
  • სამონტაჟო პროგრამა AfterEffects-ის საფუძვლები;
  • სამგანზომილებიანი ბეჭდვის აპარატებთან Makerbot Replicator Z-18 თან მუშაობის სპეციფიკა.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი და აქვს პერსონალურ კომპიუტერთან და რასტრულ რედაქტორში Adobe Photoshop მუშაობის საბაზო უნარ-ჩვევები, ასევე სასურველია ინგლისური ენის საბაზო ცოდნა.

მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერტიფიცირება:

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.