ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 100 საათი

ტრენინგკურსი შედგება 3 მოდულისგან:

მოდული 1: 2D რასტრული გრაფიკული რედაქტორი Adobe Photoshop CC – 40  საათი

მოდული 2: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი Adobe Illustrator CC -  30 საათი

მოდული 3: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი CorelDraw X8 – 30 საათი

ტრენინგკურსის მიზანია:

მისცეს მსმენელებს ცოდნა და უნარები რათა დაეუფლონ 2D რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ რედაქტორებს  (Adobe Photoshop CC, Adobe Illustrator CC, CorelDraw X8), გამოუმუშაოს მსმენელებს უნარი დამოუკიდებლად ან/და ჯგუფში მუშაობისას, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშაონ დახვეწილი, კრეატიული სარეკლამო და სხვა ბეჭდური დიზაინი.

ტრენინგკურსის შედეგი:

მსმენელები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ სარეკლამო ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, ბანერების, სავიზიტო ბარათებისა და სხვა ბეჭდური მასალების  შექმნას რასტრული და ვექტორული გრა­ფიკუ­ლი რედაქტო­რის საშუალებით.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი და აქვს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მსმენელის სერტიფიცირება:

სამივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.