ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ₾

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 90 საათი

ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს გააცნოს:

  • ლინუქსის ოპერაციული სისტემების ისტორია დანიშნულება და მნიშვნელობა;
  • თემებთან მუშაობის სხვადასხვა სპეციფიკა და ძირითადი ბრძანებები;
  • პროგრამების ინსტალაცია, განახლება და ქსელურ კონფიგურაცია;
  • მომხმარებლის დამატება და მოდიფიცირება;
  • მფლობელობის არსი და წვდომის უფლებების მინიჭება.

ტრენინგკურსის შედეგი:

1. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • Linux-ის გამოყენების არეალი, ფუნქციები და ინსტალაცია;
  • ხელით მართვის ინტერფეისის საბაზისო ბრძანებები;
  • დამხმარე დოკუმენტაციის გამოყენება, INFO, HELP, MAN-ის გამოყენება;
  • ფაილებთან და დირექტორიასთან მუშაობა;
  • საბაზისო სკრიპტების წერა;
  • ქსელის კონფიგურაცია ლინუქსის ოპერაციულ სისტემაში;
  • მომხმარებლების დამატება და წვდომის უფლებების მინიჭება;
  • საბაზისო უსაფრთხოების კონფიგურაცია;
  1. კურსდამთავრებული შეძლებს:
  • ოპერაციული სისტემა ლინუქსის ინსტალაციას და გამართვას;
  • მომხმარებლების შექმნას და უფლებების მინიჭებას;
  • დამხმარე დოკუმენტაციის საშუალებით სხვადასხვა ბრძანებების და არგუმენტების გამოყენებას;
  • ქსელური სერვისების კონფიგურაციას;
  • მინიმალური უსაფრთხოების დანერგვას;
  • პაკეტების და პროცესების მართვას;
  • წარმოქმნილი  პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვისა და გააზრების მიზნით.

მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერტიფიცირება:

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

CISCO-ს ქსელური აკადემიის ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში ინგლისურენოვან ტესტირების გავლის შემთხვევაში ასევე მიიღებს CISCO-ს ქსელური აკადემიის სერტიფიკატს.