დოკუმენტების მიღების ვადები!

სსიპ –კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“პროფესიული მომზადების პროგრამებზე - სამგანზომილებიანი გრაფიკა 3Ds Max“ და გრაფიკული დიზაინიაპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 აპრილიდან  2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

  • განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ჩარიცხვის უფლების მქონე პირის 1 (ერთი) ცალი ფოტო, ზომით 3X4;
  • აპლიკანტის საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბაზო განათლების/სრული ზოგადი განათლების ატესტატის/ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის ასლი, ან ცნობა, საბაზო განათლების/სრული ზოგადი განათლების/აქტიური სტუდენტის სტატუსის ან უმაღლესი განათლების დასრულების შესახებ);
  • მინდობილობა კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (თუ განცხადებას წერს კანონიერი წარმომადგენელი);
  • ჩარიცხვის უფლების მქონე პირის  (საქართველოს მოქალაქე) დაბადების მოწმობის ასლი (თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადებას წერს მისი მშობელი).