დოკუმენტების მიღების ვადები!

სსიპ –კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ პროფესიული მომზადების პროგრამებზე: 

PHP დეველოპინგი

„JavaScript დეველოპერი“

მონაცემთა მართვა და ანალიზი (MS Excel Advance)

ვებგვერდის ინტერფეისის მოდელირება (Markup)“ 

„საგამომცემლო საქმის დიზაინერი“ 

აპლიკანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 10 მაისიდან  2023 წლის 15 მაისის ჩათვლით.

სსიპ –კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ პროფესიული მომზადების პროგრამებზე აპლიკანტთა ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია:

  • განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ჩარიცხვის უფლების მქონე პირის 1 (ერთი) ცალი ფოტო, ზომით 3X4;
  • აპლიკანტის საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბაზო განათლების/სრული ზოგადი განათლების ატესტატის/ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის ასლი, ან ცნობა, საბაზო განათლების/სრული ზოგადი განათლების/აქტიური სტუდენტის სტატუსის ან უმაღლესი განათლების დასრულების შესახებ);
  • მინდობილობა კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (თუ განცხადებას წერს კანონიერი წარმომადგენელი);
  • ჩარიცხვის უფლების მქონე პირის  (საქართველოს მოქალაქე) დაბადების მოწმობის ასლი (თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადებას წერს მისი მშობელი).